მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე: "ლართან დაკავშირებით, გვაქვს მუდმივი კონსულტაციები მთავრობასთან"

5b716a22021d5
თელარა გელანტია
13.08.18 15:21
1060
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მიუხედავად საერთაშორისო დონეზე არსებული უარყოფითი ფაქტორებისა, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით ლარის სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება“.


პარლამენტის პრესსამსახურის ინფფორმაციით, ამის შესახებ კობახიძემ ლარის კურსის ბოლო დროინდელი რყევების კომენტირებისას განაცხადა.

„ლართან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, მუდმივი კონსულტაციები მთავრობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მათ აქვთ სათანადო გეგმა იმისათვის, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი იქნება მიღწეული“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კობახიძე დარწმუნებულია, რომ „სწორი პოლიტიკის შედეგად, სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი“.

„არის არაერთი გარემოება საერთაშორისო დონეზე, რომელიც, ასე ვთქვათ, ქმნის გარკვეულ უარყოფით ტენდენციებს, თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი და ასევე, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ტენდენციებიც იქნება ჩვენთვის სახარბიელო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები