მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე "თიბისი ბანკზე": პოლიტიკურ ქვეტექსტებზე ვერ ვისაუბრებ

5c66e9a095ed5
BM.GE
15.02.19 23:00
2274

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "თიბისი ბანკის" გარშემო მიმდინარე მოვლენების პოლიტიკური შეფასებისგან თავს იკავებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია და ამ ჭრილში უნდა იყოს განხილული.

"ეს საკითხი არის სამართლებრივი, უნდა გადაწყდეს სამართლებრივად. მე, ბუნებრივია, აქ პოლიტიკურ ქვეტექსტებზე ვერ ვისაუბრებ. ოპოზიცია საუბრობს ამაზე აქტიურად და ეს მოსალოდნელიც არის მათი მხრიდან, თუმცა ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და ამ ჭრილში უნდა იყოს განხილული", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება მოითხოვა, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც "თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.

სებ–ის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია "თიბისი ბანკის" შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.

"საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა", – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები