მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძისთვის, საეკლესიო თემით რომ სპეკულანტობს - ლაშა ბაქრაძის მიმართვა

6408ba37c9f55
ალა ისპირიანი
08.03.23 20:28
799
ლიტერატურათმცოდნემ, ისტორიკოსმა და გერმანისტმა ლაშა ბაქრაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძეს ბენჯამინ ფრანკლინის სიტყვებით მიმართა.

"ირაკლი კობახიძისთვის, საეკლესიო თემით რომ სპეკულანტობს, - ბენჯამინ ფრანკლინს ეკუთვნის სიტყვები "ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა არის ღმერთის მორჩილება", ამიტომ ვინც ტირანიის წინააღმდეგ იბრძვის სწორ მხარეზე დგას.

თავისუფლება ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც ღმერთმა ადამიანს მისცა და ამისთვის ბრძოლა ღირს. დიდება თავისუფალ საქართველოს.

ბიბლიაში არის ჩემი ერთი საყვარელი ადგილი, ყველას გახსოვთ დაბადება, თავი 18-ი, სადაც აბრაამი ღმერთს სოდომისა და გომორის გამო ევაჭრება. აბრაამი ეუბნება 50 კაცი რომ იყოს მართალი, გადაარჩენ თუ არა ყველასო? ღმერთი ამბობს, კიო. აბრაამი კვლავ ეკითხება, 50-ი რომ არ იყოს და 45-ი იყოსო? ღმერთი, კარგიო, ეუბნება. მერე 30-მდე ჩამოდიან, მერე 10-ზე შეთანხმდებიან. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ არავინ აღმოჩნდა 10 ადამიანი, რომელიც სხვების სულს იხსნიდა. ამიტომ, ჩემი ღრმა რწმენით, „ქართული ოცნება“ ღმერთისგან და ქართველი ხალხისგან დაისჯება. კიდევ ერთი, ირაკლი კობახიძისათვის, საეკლესიო თემით, რომ სპეკულანტობს, ამერიკის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამას, ბენჯამინ ფრანკლინს ეკუთვნის სიტყვები „ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა არის ღმერთის მორჩილება“, ამიტომ ყველა, ვინც ტირანიის წინააღმდეგ იბრძვის, სწორ მხარეს დგას. თავისუფლება ეს არის ყველაზე დიდი, რაც ღმერთმა ადამიანს მისცა და ამისათვის სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ბრძოლა ღირს. დიდება თავისუფალ საქართველოს!", - თქვა მან.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია #არარუსულკანონს ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს. რუსულ კანონს ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები