ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, ის ექვს თვეზე მეტია იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში.
"შესაბამისად მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
სად მივდივართ? ევროპაში! - სლოვენიაში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე გადადგა