მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კოვზანაძე: აუცილებელია, დაჩქარდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი

5c2a201adcb35
თამუნა დემეტრაშვილი
31.12.18 17:55
1129
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე 2018 წელს აფასებს და bm.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ მომავალ წლებში აუცილებელია, დაჩქარდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

,,ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი; ე.წ. ,,ექშენი” გვჭირდება; ასეთ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციაც სწრაფად მოხდება, ეს არის მთავარი საკითხი, რადგან მომავალი ორი წლის განმავლობაში, ჯამურად, 27 მილიარდი იქნება დასახარჯი და ასათვისებელი”, - განაცხადა კოვზანაძემ.

მისი თქმით, ქვეყანას მეტი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები სჭირდება.

კომიტეტის თავმჯდომარემ გასული წელიც შეაფასა და აღნიშნა, რომ არაერთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც ეკონომიკაზე დადებით გავლენას იქონიებს.

„11 თვის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 1,9%-ია, წლიური მიზნობრივი მაჩვენებელი კი, 3%-ია, ერთ-ერთი მთავარი შედეგი ესაა. ეკონომიკური ზრდა 11 თვის მონაცემებით 4,7 %-ია და ჩემი აზრით, 5%-ის ფარგლებში გვექნება წლიური შედეგი; გვაქვს ექსპორტის მაღალი ზრდის ტემპი, ასევე აღსანიშნავია, რომ საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის სალდო პირველად გახდა დადებითი, რაც აქამდე არ გვქონია, შემოვიღეთ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, ძალაში შედის დაგროვებითი პენსიის სისტემა, მცირე ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი 5%-დან 1%-მდე შემცირდა, გავმიჯნეთ საბანკო და არასაბანკო ბიზნესი, მივიღეთ საკანონმდებლო აქტები პასუხისმგებლიანი დაკრედიტების თაობაზე; ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, პოზიტიური მიმართულების მქონე გადაწყვეტილებებია”, - განაცხადა კოვზანაძემ.

რაც შეეხება ნეგატიურ მოვლენებს 2018 წელს, კოვზანაძე ამ მიმართულებით, საბიუჯეტო სახსრების ათვისების პრობლემას ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები