მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კოვზანაძე: ფასების სტაბილურობა არის საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი

631a11535b23f
BM.GE
08.09.22 20:27
546
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით, ფასების სტაბილურობა საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია.

როგორც მან საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიუხედავად ამ მანდატისა, ინფლაციის შესამცირებლად ეროვნულ ბანკს დახმარება სჭირდება.

„საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად ვამტკიცებთ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, ე.წ. ინფლაციის თარგეთს, წლიდან წლამდე ეს მაჩვენებელი არ სრულდება. არ ვგულისხმობ, რომ ზუსტად დადგენილი მაჩვენებელი უნდა იყოს (ბოლო წლებია 3%-ია დადგენილი თარგეთი), მაგრამ მასთან ახლოს, მაინც უნდა იყოს. საჭიროა მთავრობის ჩართულობა, ფინანსთა სამინისტრომ დეფიციტის შემცირებაზე უნდა იზრუნოს და ამ კუთხით პროგრესი გვაქვს, ეკონომიკის სამინისტრომ კონკურენციის გაზრდაზე და ა.შ,“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის კიდევ ერთ მთავარ ფუნქციაზე, რომელიც საბანკო ზედამხედველობას მოიცავს. მისი თქმით, საბანკო და არასაბანკო საკრედიტო სისტემამ უკანასკნელი პერიოდის შოკებს გაუძლო.

„მხედველობაში მაქვს პანდემიით და რუსეთ უკრაინის ომით გამოწვეული შოკები, სექტორი კარგად კაპიტალიზებულია, გააჩნია ადეკვატური კაპიტალის ბუფერები, ლიკვიდობა და მდგრადია. მის გამართულობას და სტაბილურობას ადასტურებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დამოუკიდებელი აუდიტორების დასკვნები“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები