საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხევდრა ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კომიტეტის ხელმძღვანელთან იმ რეგულაციებზე მსჯელობენ, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს და რომელიც სესხის გაცემაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განცხადებით, დაგეგმილი რეგულაციები სექტორს აზიანებს.