პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ თუ მოქმედმა საბანკო რეგულაციებმა პრობლემები შექმნა, ეროვნულმა ბანკმა მას უნდა გადახედოს.
ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატების შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
„ჩვენ ვხედავდით, რომ ადამიანები უკანასკნელ საცხოვრებელს კარგავდნენ. ეს იძლეოდა იმ განგაშის ატეხვის შესაძლებლობას, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილებები მიიღო. ეს არის მთავარი. ეს გადაწყვეტილებები ვინც მიიღო, მიიღო იმის გამო, რომ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ამ წუთიერ თემებზე და უნდა ვიფიქროთ მომავალზე. რეალურად, სინამდვილეში დღეს გადაწყვეტილებები მისაღები გვაქვს იმ მიმართულებით, ხატოვნად რომ ვთქვათ - დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია, თუ ხვალინდელი ქათამი? სინამდვილეში, ამაში ვართ ჩვენ. ამას აქვს დადებითი და უარყოფითი ეფექტიც. ეს გადაწყვეტილებები სხვა ქვეყნებმა ბევრად უფრო ადრე მიიღეს. ჩვენ დაგვაგვიანდა კიდეც“, - განაცხადა კოვზანაძემ.

























