მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

590738adbe7c7
BM.GE
01.05.17 17:30
791
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. მიმდინარე წლის მარტში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაახლა თანამშრომლობა საქართველოსთან, დაამტკიცა სამწლიანი ეკონომიკური პროგრამა და მხარდაჭეროს ფარგლებში გამოუყო მას 285.3 მილიონი.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძესთან ვიზიტისას სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა ელენე გასტონმა, გორან ლინდმა და როს ჰენდერსონმა ისაუბრეს საქართველოს საბანკო და არასაბანკო საფინანსო სექტორის ზედამხედველობა-რეგულირების გაძლიერების, სრულყოფის გზებსა და მეთოდებზე. მოხდა აზრთა გაზიარება საბანკო დაწესებულებების არაპროფილური აქტივების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სხვა საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობის რეგულირების, მათი კლიენტების უფლებების დაცვის და საფინანსო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ფორმირების მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. კოვზანაძემ ხაზი გაუსვა საფინანსო სექტორის მდგრადობის და ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. კოვზანაძემ სტუმრებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა და ხელისუფლების საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზნები და ამოცანები, ეკონომიკური რეფორმების გზაზე სსფ-თან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები