პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი პირველ კვარტალში გადაჭარბებით შესრულდა.
მისი თქმით, ბიუჯეტში 231 მილიონით მეტი შევიდა, ვიდრე დაგეგმილი იყო.
ამასთან, კოვზანაძე სამინისტროებში რეორგანიზაციის პროცესის სამ თვიანი ვადის დასრულებასაც გამოეხმაურა.
"პირველი კვარტლის ანგარიში ჯერ არ მიმიღია, მაქვს მხოლოდ ოპერატიული მონაცემები კვარტალთან დაკავშირებით. ოპერატიული მონაცემებით, ბიუჯეტი არის შესრულებული და 231 მილიონით მეტი შემოვიდა, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. ამ თვალსაზრისით პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეხება ანგარიშებს ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, როგორც კი მთავრობისგან მონაცემები გვექნება, საკომიტეტო მოსმენებიგაიმართება“, - განაცხადა კოვზანაძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპტიმიზაცია უნდა გაგრძელდეს.

























