მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ლექვინაძე: მერიაში ადამიანური რესურსების სიმწირეა

59cb9987ebad8
დავით ჯალაღონია
27.09.17 16:27
946
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს შრომის უსაფრთხოების პირობების ინსპექტირებისთვის არასაკმარისი ადამიანური რესურსი აქვს. ამის შესახებ ლექვინაძემ „საქმის კურსს“ დღეს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკაზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გამართულ კონფერენციაზე განუცხადა.

„ამ მხრივ არის ადამიანური რესურსების სიმწირე. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციები საკმაოდ ფართოა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული ღონისძიებების წარმოება დავიწყეთ, ძირითადი ადამიანური რესურსი სწორედ ამ მიმართულებით არის მიმართული. ამიტომ ბუნებრივია, უკეთესი იქნებოდა, რომ უფრო მეტი რესურსი ჰქონოდა ამ სამსახურს იმისთვის, რომ მეტი ეფექტურობით განახორციელოს საქმიანობა“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

მისი ინფორმაციით, 2017 წლის იანვრიდან 15 სექტემბრამდე პერიოდში, 61 საქმეზე შედგა მითითება და ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო, 48 საქმეზე - შეწყდა, 13 ორგანიზაცია კი დაჯარიმდა.

მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის ბიუჯეტი 2 მლნ 475 ათასი ლარია, საიდანაც შრომის ანაზღაურებისთვის 2 მლნ 400 ათასი ლარია განსაზღვრული. თბილისის ბიუჯეტის მიხედვით, აღნიშნულ სამსახურში დასაქმებულთა რიგებში 129 ადამიანი ირიცხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები