მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ლექვინაძე: ნოდარ ჭიჭინაძე მერიის სხვა სტრუქტურაში გააგრძელებს მუშაობას

573c4985b0932
დავით ჯალაღონია
18.05.16 14:50
1294
მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის რეორგანიზაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. როგორც "ბიზნესკონტაქტს" თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა, მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ლიკვიდაციის პროცესი მაისში დასრულდება, ტექნოლოგიური განვითარების ფონდის კი - დაახლოებით სამ თვეში.

"ეკონომიკური განვითარების სამსახურს შეეცვალა წესდება, სტრუქტურა, ფუნქციონალი, სამუშაო აღწერილობა და ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ამ სამსახურში არსებობდა. თანამშრომელთა რაოდენობა იგივე დარჩა. გარდა ამისა, პროექტების პრიორიტეტიზაცია მოხდა. ბიზნესის სტიმულირებისა და ტექნოლოგიური პროგრამები, ასევე კვლევების მიმართულება სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით გაგრძელდება. ასევე არის რიგი პროექტებისა, რომლებიც დაკორექტირდა, ან საერთოდ გუქმდა", - განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ ახალი პროექტების დამუშავებაც მიდის.

რაც შეეხება ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის ცვლილებას, როგორც ლექვინაძე განმარტავს, ნოდარ ჭიჭინაძე მერიის ერთ-ერთ სტრუქტურაში გააგრძელებს მუშაობას.

"ამ სამსახურის ახალი ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე ადრე ტექნოლოგიური განვითარების ფონდს მართავდა და ვფიქრობ, რომ ამოცანებს, რომელიც განახლებულ სამსახურს ექნება, ეფექტურად გაართმევს თავს" - განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ ნოდარ ჭიჭინაძის ახალი ფუნქციების შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები