“1 წელი ალბათ საკმარისი დროა იმისთვის, რომ ბიზნეს სექტორმაც საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები წარმოადგინოს თუ როგორ ხედავენ აღნიშნული მიმართულებით პროცესის გაგრძელების საშუალებებს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ კომუნიკაციას სექტორთან. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრაც გვქონდა და მათი მხრიდან წამოსულ ნებისმიერ რაციონალურ გადაწყვეტილებას დავუჭერთ მხარს. ზოგადად, აკრძალავასთან დაკავშირებით, რაიმე მოქმედების განხორციელებას სჭირდება უფრო მეტი არგუმენტაცია, იმისათვის, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება იქნას განხორციელებული.” - განაცხადა ლექვინაძემ.
BM.GE-ს კითხვაზე იყო თუ არა წარმოდგენილი არგუმენტები საკმარისი ირაკლი ლექვინაძემ გვიპასუხა, რომ არ იყო საკმარისი არგუმენტები და სწორედ ამიტომ მოხდა საკითხის 1 წლით გადავადება, მისი თქმით, ამ ვადაში შესაძლებელი იქნება ამ საკითხის უფრო დეტალურად განხილვა.