ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი საქართველოში, ირაკლი მექვაბიშვილი საქართველოს გენერალური აუდიტორის პოზიციაზე მისი კანდიდატურის განხილვას ადასტურებს.
„ვადასტურებ, რომ ჩემი კანდიდატურა განხილვის სტადიაშია“, - განუცხადა BM.GE-ის მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ ლაშა თორდიას უფლებამოსილება მიმდინარე წლის 25 ივლისს ამოწეურა და ამ დრომდე აუდიტის ხელმძღვანელის მოვალოებას ნინო ლომჯარია ასრულებს.
ამ დროის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გენერალური აუდიტორის პოსტს თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია დაიკავებდა, მაგრამ აღნიშნული ნარმანიამ არ დაადასტურა.
ცნობისთვის: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს პარლამენტი ირჩევს. გენერალურ აუდიტორს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა.

























