მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველოს ეკონომიკაც, რა თქმა უნდა, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა

5f4e1fa0a85e3
BM.GE
01.09.20 14:16
1277
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება შეაჩერა პანდემიის გამო შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველა მიმართულებით ძალიან ქმედით ნაბიჯებს დგამს.

„პანდემიამ ძალიან მძიმე სიტუაციაში ჩააგდო მსოფლიო, მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკა ფაქტობრივად, პარალიზებულია და ამას ცხადყოფს ის მაჩვენებლები, რომელიც აქვს თუნდაც, როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებს. უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ მსოფლიოს წარმატებული ქვეყნებიც და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახა საქართველოს ეკონომიკაზეც.

ჩვენც, რა თქმა უნდა, უმძიმეს ვითარებაში აღმოვჩნდით, მიუხედავად იმასა, რომ ძალიან კარგი წლის დასაწყისი გვქონდა. მაკროეკონომიკური მაჩვენებელებითაც ეს ყველაფერი ძალიან ნათლად ჩანდა და სამწუხაროდ, თებერვლის თვიდან, ჩვენ შევედით ღრმა რეცესიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახა სოციალურ ფონზე და ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ ამ სიტუაციიდან მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ. ეკონომიკური მაჩვენებელების კუთხით მარტის თვეში ძალიან მაღალი ვარდნა გვქონდა, შემდეგ აპრილში უფრო ნაკლები, მაგრამ ასევე მაღალი იყო, თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ, რომ სიტუაცია, თუ შეიძლება შედარებითი იყოს, შედარებით დასტაბილურდა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 5%-ზე მეტი ვარდა არ იქნება 2020 წელს და შემდეგ წელს ჩვენ შეგვეძლება დავიბრუნოთ ის სტატუს-კვო, რომლითაც დავიწყეთ 2020 წელი. ის, რომ კოვიდ -19 ბრძოლის კუთხით ჩვენ ვართ წარმატებული ქვეყანა, ამის აღიარება მოხდა მსოფლიოს მასშტაბით. ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ შევძელით და გავხსენით ეკონომიკა, სხვადასხვა სფეროები და ვახდენთ სხვადასხვა სფეროების სტიმულირებას“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

„ოცნების“ დეპუტატის შეფასებით, მსოფლიო ბანკის კვლევა, რომელშიც საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციებს კორუფციისგან თავისუფალ ქვეყნებს შორის, ძალიან კარგია გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს საქართველოში.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიდერი სარეიტინგო სააგენტოების გადაწყვეტილება, რომ შევინარჩუნოთ ის ისტორიული მაქსიმუმი, რომელსაც რამდენიმ ხნის წინ ჩვენმა ქვეყნამ მიაღწია. ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება, სწორი ნაბიჯები იდგმება ამ ძალიან რთულ პერიოდში, მაშინ როდესაც წარმატებულმა და განვითარებულმა ქვეყნებმაც კი დაკარგეს ეს რეიტინგები“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პროექტ „ლოგ ინ ჯორჯიას" მიმდინარეობასაც გამოეხმაურა და მის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა ფონდ „ქართუს“ გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები