მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ნადარეიშვილი Alibaba Group-ში შემავალი სასურსათო ქსელის წარმომადგენელს შეხვდა - რა განიხილეს?

232

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი Alibaba Group-ის შემადგენლობაში შემავალი კომპანია Hema Freshippo-ს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში დირექტორს ჯერი ივეის შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, Hema Freshippo-ი ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილი სასურსათო საცალო ვაჭრობის ქსელია, რომელიც ფიზიკურ მაღაზიებსა და ონლაინგაყიდვებს აერთიანებს.

შეხვედრაზე, რომელიც ჩინეთში საერთაშორისო იმპორტის გამოფენის CIIE 2026 - ის ფარგლებში გაიმართა, განიხილეს ქართული ღვინის, მინერალური წყლების, თხილის, ხილის წვენებისა და გადამუშავებული საკვები პროდუქტების კომპანიის სავაჭრო ქსელში რეალიზაციის შესაძლებლობები.

შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები