თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო თარაშვილმა გადაწყვეტილება დღეს 14 მაისს წინასასამართლო სხდომაზე გამოაცხადა და ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
გირაოს ვადა – 30 დღე – 8 მაისს ამოიწურა. პროკურატურამ შუამდგომლობა გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნით სწორედ ამის საფუძველზე დააყენა.
ოქრუაშვილს 349-ე მუხლით – "ოცნების" დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. ბრალი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებლობაზე მსჯელობდნენ.


























