"მაია ცქიტიშვილი არის და იქნება ინფრასტრუქტურის მინისტრი" - განაცხადა BMG-ის კითხვის საპასუხოდ საქართვველოს საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ქარსელაძემ.
"ჩემი კანდიდატურა ეკონომიკის ან ინფრაქტრუქტურის მინისტრობის პოსტზე არ განიხილება. დიდი პროექტები არის განსახორციელებელი, მათ შორის, საგზაო მიმართულებითაც. ვრჩები ინფრასტრუქტუტის სამინისტროში პირველ მოადგილედ და საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარედ" - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

























