მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ქარსელაძე: რესურსების სწორი გადანაწილება, კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევაა

5bab899d5ef00
მაია ბიწაძე
26.09.18 20:00
674
,,რესურსების სწორი გადანაწილება, დღეს კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა“ - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ ,,საქმიან დილაში“ განაცხადა. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ეს ხდება მიზეზი, რომ კომპანიები ტენდერით აღებულ ვალდებულებებს თავს ვეღარ ართმევენ და დაგეგმილი პროექტები ვადებში არ სრულდება. ,, კონტრაქტორი კომპანიების ძირითადი პრობლემაა, შეუსრულებელ ვალდებულებებთან და ვადებთან მიმართებაში, თუ არ ჩავთვლით პროექტის ხარიხსს, ფინანსებისა და რესურსების არასწორი განაწილებაა. შედეგად ხდება ხოლმე, რომ კომპანიები რამდნიმე ტენდერში იღებენ მონაწილეობას, იმარჯვებენ და შემდეგ ვეღარ ასრულებენ ამ პროექტებს. კომპანიებმა სწორად უნდა განსაზღვრონ რისი გაკეთება ძალუძთ მოცემულ მომენტში და რისი მოგვიანებით. ამ კომპანიებთან ჩვენი შეხვედრების რეალური ამოცანა, არის ის, რომ მათ წინასწარ ვატყობინებთ, თუ რა ტენდერები უნდა გამოცხადდეს, რათა მათ გააკეთონ ბიზნესანალიტიკა და ფინანსური მოდელირება და ამ ტენდერებისთვის მზაობა განსაზღვრონ, როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ ასპექტებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები იქმნება. ტენდერი ცხადდება იმისთვის, რომ განხორციელდეს, პროექტს გააჩნია ვადები, საზოგადოება ელოდება, რომ ის დაანონსებულ დროში შესრულდება და ეს ვერ ხერხდება“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბრამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით 26 ტენდერს გამოაცხადებს. ტენდერების ჯამური ღირებულება 185 მილიონ ლარს აღემატება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილმა და ირაკლი ქარსელაძემ ბიზნესთან წინასწარი შეხვედრა გამართეს. ეს ახლადდანერგილი პრაქტიკაა და ამ ინიციატივის მიზანია სატენდერო პროცედურები უფრო გამჭვირვალე და ეფექტური გახდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები