მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი როსტომაშვილი: მშენებლობაზე დასაქმებული 8 000 მოქალაქე დაკარგავს სამუშაოს

5ca493e060729
BM.GE
03.04.19 15:07
17519
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მშენებლობის დარგსა და დეველოპმენტში არსებულ სიტუაციას აფასებს და პროგნოზებს აკეთებს.

როსტომაშვილის ინფორმაციით, 1 იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების გამო, ბინების გაყიდვები 30%-35%-ით შემცირდა, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას და დარგში ინვესტიციების კლებას გამოიწვევს.

Bm.ge როსტომაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"2019 წლის 1 იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით:

- ჩვენი მონაცემებით, 2018 წელს თბილისში გაიყიდა 20 000 ახლად აშენებული ბინა, მათ შორის იპოთეკური სესხით - 15 000 ბინა. აქედან „გაფუჭებული“ სესხი აღმოჩნდა 1% (უფრო სწორედ 0,98%) ანუ 150.

- სტატისტიკურად, 1 გაყიდული ბინა ანაზღაურებს 5-6 დასაქმებულის წლიურ ხელფასს. (არქიტექტორი, მენეჯერი, ხელოსანი, მუშა, მძღოლი და ა.შ.)
- საშუალოდ 15 000 ბინა უზრუნველყოფს 80 000 კაცის დასაქმებას.

- პირველი 3 თვის მონაცემებით, დეველოპერულ კომპანიებში გაყიდვები შემცირდა 30%-35%-ით, რაც აუცილებლად გამოიწვევს ახალი დასაწყები მშენებლობების გადავადებას გაურკვეველი ვადით. (ანუ ინვესტიციების შემცირებას).

- საერთო დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება დაახლოებით, 10%-ით ანუ 8 000 დასაქმებული დაკარგავს სამუშაოს, ხოლო დაახლოებით, 20%-ს (16 000 ოჯახს) გაუნახევრდება დაკვეთები ანუ შემოსავალი.

- მათგან 90% სარგებლობდა სამომხმარებლო სესხებით (ჰქონდათ რა სტაბილური შემოსავალი), სამსახურის დაკარგვის მომენტიდან, ისინი შეემატებიან „გადახდის უუნაროთა“ დიდ არმიას...

- გამოდის, 150 სესხი რომ არ „გაფუჭებულიყო“ „გავაფუჭეთ“ 7200! (დავუშვათ დათვლაში 10-ჯერ შემეშალა 720 მაინც 4,8 - ჯერ მეტია 150-ზე!!!)
მე ვწერ იმას, რაც უშუალოდ მეხება.

• რამდენი იზარალა ბიუჯეტმა,

• რამდენი იზარალეს ტექნიკის და სარემონტო მასალების მაღაზიებმა,

• ავეჯის მწარმოებლებმა,

• რამდენჯერ გაიზრდება კრიმინალი,

• რამდენი ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა (გენოფონდი) გავიდა და გავა ქვეყნიდან სამუშაოს საშოვნელად...

ეს იმან დათვალოს ვისაც ეხება“, - წერს როსტომაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები