მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი რუხაძე "ლიბერთი ბანკის" აქციების საკონტროლო პაკეტს შეისყიდის

573c283374af2
BM.GE
18.05.16 12:27
2271
ირაკლი რუხაძე "ლიბერთი ბანკის" აქციების საკონტროლო პაკეტს შეისყიდის. "ჩვენ ეხლა ვუყურებთ "ლიბერთი ბანკს" და იმედია მალე მოვახერხებთ გამოცხადაებას, რომ ვიყიდეთ საკონტროლო პაკეტი ამ ჯგუფში", - განუცხადა "ჰანიველ პარტნერსის“ მმართველმა პარტნიორმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, დღეს "ჰანიველ პარტნერსის" მფლობელი არ არის პატარკაციშვილების ოჯახი, თუმცა ისინი თავად არიან კომპანიის კლიენტები.

ამჟამად ლიბერთი ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი, 73,02% "ლიებრთი ჰოლდინგ ჯორჯიას" ეკუთვნის. 4,79% კი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლადო გურგენიძის საკუთრებაშია.

ამასთან, აქციათა 24.57%-ის ბენეფიციარი მესაკუთრეა დენის კოროტკოვ-კოგონოვიჩი. იგივე წილს ფლობს მალიკ იშმურატოვი, ხოლო 9.04%-ის ბენეფიციარი მესაკუთრე ალექსეი იუსფინია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები