მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი რუხაძე TV Imedi-ს შეძენაზე: მსჯელობა ამაზე დიდი ხანია მიმდინარეობს

5aeaecbf357e9
სალომე მეცხვარიშვილი
03.05.18 15:10
2200
HunnewellPartners-ის (ჰანიველ პარტნერსი) მმართველი პარტნიორი ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედისა“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც რუხაძემ bm.ge-ს განუცხადა, საბოლოო შეთანხმება მხარეებს შორის ჯერ არ მიღწეულა.

„ყველაფერი შეიძლება დაიგეგმოს ოდესღაც, მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა. მსჯელობა ამაზე დიდი ხანია მიმდინარეობს. თუ გამოვა - გამოვა, თუ არ გამოვა- არ გამოვა“,- ამბობს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, შეთანხმება მიღწეული რომ ყოფილიყო, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შესაბამისი განაცხადი უნდა გაეკეთებინათ, რაც ჯერ არ მომხდარა.

"ეს რომ მოხდება, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ შეთანხმება შედგა",- აცხადებს ირაკლი რუხაძე.

Bm.ge-ს ინფორმაციით, HunnewellPartners-ის (ჰანიველ პარტნერსი) მმართველ პარტნიორს ირაკლი რუხაძესა და ინა გუდავაძეს შორის, ტელეკომპანია იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნასყიდობაზე მოლაპარაკება დასრულდა. BMG-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედის 100 % ირაკლი რუხაძეს საკუთრებაში გადადის. რა დაუჯდა ირაკლი რუხაძეს თუ მის სხვა კომპანიას ეს ნასყიდობა უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, მხარეები ნასყიდობის სავარაუდო ღირებულებად 30 მლნ დოლარს ასახელებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები