მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

5be5f132a52a9
თელარა გელანტია
10.11.18 10:45
1318
2018 წლის 6 თვეში ირანიდან საქართველოში დაახლოებით, 2.7 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა.

საქსტატის ცნობით, 2010 წლიდან დღემდე, ყველაზე მცირე FDI ირანელების მიერ საქართველოში 2015 წელს ჩაიდო ($577,800).

ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს მთავრობამ 2013 წელს ირანთან უვიზო რეჟიმი ცალმხრივად გაწყვიტა, თუმცა 2016 წელს ისევ აღადგინა.

2010 წლიდან მოყოლებული ყველაზე მეტი ირანული ინვესტიცია 2017 წელს განხორციელდა საქართველოში, სულ - 5.3 მლნ დოლარის.

რაც შეეხება ირანელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო სექტორებს - სტატისტიკა აჩვენებს, რომ ირანელები ინვესტიციებს ძირითადად მშენებლობასა და უძრავ ქონებაში ახორციელებენ; ასევე, აინტერესებთ სასტუმროების და რესტორნების სფერო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები