ირანი აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ნავთობინდუსტრიის განვითარებას გააგრძელებს. "როიტერსის" ცნობით, ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჯან ზანგანეჰმა განაცხადა.
„ჩვენ არ დავტოვებთ ამ გეგმას არცერთი გარემოების გამო.. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი მოცულობა და როდესაც აუცილებელი იქნება სრული დატვირთვით შევძლებთ ბაზარზე შესვლას და ჩვენი საბაზრო წილის გაცოცხლებას“, – განაცხადა ირანელმა მაღალჩინოსანმა.
აღნიშნულ განცხადებამდე კი ირანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ და ირანულმა კომპანია Persia Oil & Gas-მა ხელი მოაწერეს $294–მილიონიან კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ირანის ნავთობსაბადოს განვითარება იგეგმება.
ირანის ნავთობის მინისტრის თქმით, აღნიშნულ საბადოზე იგეგმება 39,5 მილიონი ბარელის ოდენობის ნავთობის წარმოება.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ირანის ნავთობის ექსპორტი შეზღუდულია დღეში 100 000–200 000 ბარელამდე, მაშინ როდესაც მანამდე ირანი დღეში 2,5 მლნ ბარელის ექსპორტს ახორციელებდა.