მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანი FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირებაზე მსჯელობს

ირანი მსოფლიოს ჩემპიონატი

ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მეჰდი ტაჯმა, აშშ-სა და ისრაელთან კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ეროვნული ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 28 თებერვალს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანზე “პრევენციული“ დარტყმა განახორციელეს, რაშიც აშშ-ის მონაწილეობა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც დაადასტურა. ამას ირანის მხრიდან ისრაელზე საპასუხო იერიში მოჰყვა.
ირანის ნაკრებს მუნდიალის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი სწორედ აშშ-ში აქვს ჩანიშნული: 15 ივნისს ახალ ზელანდიასთან (ლოს-ანჯელესი), 21 ივნისს ბელგიასთან (ლოს-ანჯელესი) და 26 ივნისს ეგვიპტესთან (სიეტლი). უკვე არსებული სცენარით, ირანი და აშშ შესაძლოა პლეი-ოფის პირველივე რაუნდში შეხვდნენ ერთმანეთს.

მეჰდი ტაჯის თქმით, გუნდის ტურნირზე გამგზავრება ახლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას:
“მიმდინარე მოვლენებისა და აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემდეგ, რთულია ოპტიმიზმით ვუყუროთ მსოფლიო ჩემპიონატს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება სპორტის ხელმძღვანელებმა უნდა მიიღონ“.
ფედერაციის ხელმძღვანელმა ასევე დაადასტურა ირანის შიდა ჩემპიონატის დაუყოვნებლივ და განუსაზღვრელი ვადით შეჩერება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები