ირანი, რუსეთი და აზერბაიჯანი სარკინიგზო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, მხარეებს შორის შესაბამისი მომარანდუმი გაფორმდა.
მხარეები 2017 წლის ერთიან სარკინიგზო ტარიფებზეც შეთანხმდნენ.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამი ქვეყნის რკინიგზის დაკავშირებით, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი უფრო აქტიური გახდება. ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორი აკავშირებს ერთმანეთს ფინეთსა და ინდოეთს და მისი სიგრძე 7200 კილომეტრს აღემატება. კორიდორი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთის, ირანისა და აზერბაიჯანის გავლით ინდოეთის ოკეანესა და სამხრეთ აზიას აკავშირებს.

























