მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

5c111735f1256
ნინი თურქია
12.12.18 18:02
3144
ქართველი მესაზღვრეების მიერ ირანის მოქალაქეების მიმართ გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის გამო, ირანის საგარეო მინისტრის სპიკერ ბაჰრამ ქასემსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩ იოსებ ჩახვაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას Iran Daily ავრცელებს.

Tansim News Agency-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარი ინციდენტის შედეგად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში არასაჭირო მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

გამოცემის მიხედვით, შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოში ირანელ მოქალაქეთა დეპორტაციის გაზრდილ რაოდენობაზე ისაუბრეს.

Iran Daily-ის თანახმად, ბოლო რამდენიმე დღეში საქართველოს საზღვარზე 200 ირანელი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა.  ბაჰრამ ქასემმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შედგება.

Iran Daily - ის ინფორმაციითვე, საქართველოს მთავრობა ირანის მიერ გავრცელებული ცნობის სიზუსტეს ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ ისინი ამ საკითხის განხილვას ირანის საელჩოსთან ერთად გეგმავენ.

ცნობისთვის: 2018 წლის 11 თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ირანის 2345-მდე მოქალაქეს ეთქვა.

სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2018 წელს რეკორდულად არის გაზრდილი ირანის იმ მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

კერძოდ, 2014 წელს საქართველოში არ შემოუშვეს ირანის 71 მოქალაქე, 2015 წელს - 298, 2016 წელს - 30, 2017 წელს - 100, ხოლო 2018 წლის 11 თვეში კი - 2,345.
აღსანიშნავია, რომ ირანელების საქართველოში შემოსვლაზე უარის სტატისტიკა განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან გაიზარდა: აგვისტოში 320 ირანელი არ შემოუშვეს ქვეყანაში, სექტემბერში - 509, ოქტომბერში - 429, ხოლო ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე ირანის ისლამური რეპუბლიკის 434 მოქალაქეს ეთქვა უარი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები