მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანი: საქართველოში გაზის ექსპორტი კვლავ დღის წესრიგში დგას

5a55bd7a53ae3
BM.GE
10.01.18 11:15
1156
ირანი, საქართველოს გაზის საექსპორტო ბაზრად განიხილავს.

ქვეყნის ნავთობის მინისტრის განცხადებით, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გაზარდოს ბუნებრივი აირის საექსპორტო ქვეყნების არეალი, მათ შორის საქართველოში მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე.

მისივე თქმით, ირანული გაზის საქართველოში ექსპორტი კვლავ დღის წესრიგში დგას და დაინტერესება კერძო სექტორის მხრიდანაც დიდია.

ირანის მინისტრი ამბობს, რომ ბუნებრივი აირის ექსპორტი სომხეთის გავლით მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ირანიდან დაახლოებით 40 მლნ მ3 კომერციული ბუნებრივი გაზის იმპორტი  იგეგმება.  არსებული ინფორმაციით, ამ მოცულობებზე კონტრაქტი კერძო პირმა გააფორმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები