მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ცხვრის ხორცის ფასი გაიზარდა

58b0255b7c872
სალომე მეცხვარიშვილი
25.02.17 11:00
4698
ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ცხვრის ხორცის ფასი გაიზარდა, ხორცის კომპანიები კი ბაზარზე არსებულ დეფიციტზე საუბრობენ.
როგორც "მეცხვარეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, თუ დეკემბრის დასაწყისში ერთი კგ ცხვრის ხორცის ღირებულება 8 ლარი იყო, ახლა ფასი 15 ლარამდე აღწევს.

მისი თქმით, დაახლოებით 6 თვეა ირანში აქტიურად გადის ექსპორტზე ქართული ცხვარი, რამდენადაც მოიხსნა ბარიერები, რაც ამ მიმართულებით აქამდე არსებობდა.
გონაშვილი განმარტავს, რომ მოთხოვნა გაიზარდა, შესაბამისად, მოიმატა ფასმაც.

"აღარ არის ცხვრის საკმარისი რაოდენობა, მაგრამ ივლისდან ახალი პარტია წამოვა და ისევ დაიკლებს ფასი. ირანში ხორცის ექსპორტისთვის ხელოვნური ბარიერები მოხსნილია, რაშიც სახელმწიფო ძალიან დაგვეხმარა",- ახადებს ბექა გონაშვილი.

ფასის მატებასთან დაკავშირებით „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრობს კომპაია "იბერმეთიც". ირაკლი ადეიშვილი აცხადებს, რომ ცხვრის ხორცის ექსპორტი დაახლოებით 3 თვის წინ დაიწყეს, თუმცა, ახლა დიდი რაოდენობის გატანა ვეღარ ხდება. მიზეზად ისიც მოთხოვნის ზრდასა და ფასის მატებას ასახელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, "იბერმეთს" ირანში თვეში დაახლოებით 100 ტონა ცხვრის ხორცი გააქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები