მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანიდან საქართველოს მიმართულებით ახალი ჩარტერული და რეგულარული ავიარეისები განხორციელდება

57b318ae01eb9
BM.GE
16.08.16 17:44
1413
19 აგვისტოდან, საქართველოს ავიაბაზარზე ჩარტერული ფრენების განხორციელებას ირანული ავიაკომპანია “Zagros Airlines” იწყებს. ავიაკომპანია ფრენებს თეირანი-თბილისი-თეირანის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, Airbus A320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. რეისები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე - 28 ოქტომბრამდე განხორციელდება.

სამოქალაქო ავიაციის ცნობით, ირანულმა ავიაკომპანია „ATA Airlines“-მა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულება ახალი მიმართულებით, კერძოდ თეირანი-ბათუმი-თეირანის საჰაერო ხაზზე დაიწყო. პირველი რეისი ავიაკომპანიამ 12 აგვისტოს შეასრულა. ფრენები 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ამასთან, 15 აგვისტოდან „ATA Airlines“-მა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირეები გაზარდა თბილისის მიმართულებით. რეისი თეირანი-თბილისი-თეირანი ნაცვლად ორისა, კვირაში ოთხჯერ განხოციელდება. გაზრდილი ავიასიხშირეებით ოპერირებას ავიაკომპანია ოქტომბრის ბოლომდე გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ხსენებულ ავიაკომპანიებს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მიენიჭათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები