მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის ელჩი საქართველოში: თუ ქართულ კანონმდებლობაში ხარვეზია, ის მყისიერად უნდა დაიხვეწოს

5c17aad3f2103
თათია ჩაფიჩაძე
17.12.18 17:53
952
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდის განცხადებით, საქართველოში შემოსვლაზე ირანის მოქალაქეებისთვის უარის თქმის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გონივრული გამოსავალი უნდა იქნეს მოძებნილი, რათა ორი ქვეყის „საერთო კარგ ურთიერთობას ზიანი არ მიადგეს.

ამის შესახებ ელჩმა საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ბოლო პერიოდში საქართველოში შემოსვლაზე ირანის მოქალაქეებისთვის გახშირებულ უარებთან დაკავშირებით ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, თუმცა იქამდე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მიმიოხილა და არსებულ პრობლემაზე ისაუბრა.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ირან-საქართველოს ურთიერთობა ყოველთვის კარგად ვითარდებოდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგი ტემპით და დინამიკით ვითარდება.

ისტორიული და კულტურული სიახლოვე გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ურთიერთობები და ვიმუშავოთ მის გაღრმავებაზე. ჩვენ საქრთველოსთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და არცერთ პერიოდში ინტერესები არ გადაკვეთილა.

ირანი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც ცნო საქრთველოს დამოუკიდებლობა და ეს პოზიცია ყოველთვის უცვლელი იქნება. ირანი ყოველთვის გვერდში ედგა საქართველოს და როდესაც საქართველოში შეწყდა გაზის მიწოდება და ენერგო კრიზისი იყო, ირანი დაეხმარა.

დამეთანხმებით, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ერთ დღეს არ ყალიბდება; ეს გარკვეულ დროს მოითხოვს; დროთა განამავლობაში კავშირები ღრმავდება, ამის ინიციტორები პოლიტიკოსები და სხვა სფეროს წარმოადგენლები არიან, ასევე მოქალაქეები; ასევე აუცილებელია, რომ ურთთიერთობები ყოველთვის იქნას შენარჩუნებული და ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს“, - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ურთიერთობების შენარჩუნება და გაფრთხილება ის ძირითადი პრინციპია, რომელიც ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული და პროცესებმა ამაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.

„თუ იქნება ისეთი მოვლენა, რომელიც გავლენას მოახდენს, ვფიქრობთ, რომ საჭიროა, გონივრულად იქნას გამოსავალი მოძებნილი, რომ ზიანი არ მიადგეს საერთო კარგ ურთიერთობას. ასეთი შესავლით გადავალ იმ თემაზე, რომელიც ბოლო პერიოდში აქტუალურია. ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა გართულდა. მიგვაჩნია, რომ საკითხი უნდა იქნას გადაჭრილი; ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ თუკი არსებობს პრობლემა ირანის მოქალაქეების მხრიდან, მათ უნდა დაიცვან წესები, მაგრამ თუ არსებობს ქართულ კანონმდებლობაში ხარვეზი, ვფიქრობთ მყისიერად უნდა მოხდეს ახალი რეგულაციების შემოღება, დახვეწა, შესწორება, რომ ირანის მოქალაქეები არ იყვნენ უკმაყოფილოები.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ მოეწერა უვიზო მიმოსვლის შეთანხებას ხელი; იმ პერიოდში ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ შეთანხმების პირობები შეესაბამებოდა იმ დროს არსებულ შესაძლებლობას.

შეთანხმების თანახმად, ირანის და საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყნებში შესვლა და 45 დღე გაჩერება შეუძლიათ; ვადის ამოწურვის შემდეგ კი, ახლიდან შემოსვლაზე აკრძალვა არ ჩადებულა. შესაბამისად, შემოსვლის დროს ადგილი ჰქონდა შეთანხმებაში ჩადებული პირობებისაგან განსხვავებულ პრიობებს, რაც აზიანებდა ირანელი ტურისტების ინტერესს. თუ რამე რეგულაციებში დასახვეწია, ვფიქრობთ ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ უცხო ქვეყნის ტურისტი და მოქალაქე იქნას განაწყენებული“, - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, საელჩოს უკვე ჰქონდა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებასთან.

„ძალიან კარგია, რომ ქართულ მხარეს აქვს კეთილი ნება, რომ პრობლემა იქნას გადაჭრილი. ზოგჯერ მესაზღვერეების მხრიდან სრულყოფილად არ ხდებოდა შეთანხმების პირობების გაზიარება; მსგავსი პოლიტიკა უნდა გადაისინჯოს.

ვფიქრობ, რომ არ შეიძლება საზღვრის გადაკვეთის დროს რაღაც საკითხებმა იმოქმედოს ორი ქვეყნის ურთიერთობებეზე. მიგვაჩნია, რომ არსებობს მარტივი გზები ამ პრობლემის გადასაჭრელად ისე, რომ დაკმაყოფილდეს ყველას ინტერესი. თავისუფლად შემიძლია გითხრათ, ირანის მოქალაქეების გრძნობები, პოზიცია - ძალიან ცოტა შეიძლება იყოს ისეთი, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლა და მუდმივად თქვენს ქვეყანაში დარჩენა სურს.

ბინადრობის ნებართვებს რასაც იღებენ, შეიძლება იყოს შრომითი ან სასწავლო; ჭვი მეპარება, საქართველოში სამუდამოდ ცხოვრება გადაწყვიტოს ირანელმა“, - აღნიშნა ირანის ელჩმა საქართველოში.

შეგახსენებთ, გასული კვირის ბოლოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა.

მხარეთა შორის შეხვედრა საქართველოსა და ირანს შორის უკანასკნელ პერიოდში წარმოშობილ პრობლემას უკავშირდებოდა, რაც საქართველოს მესაზღვრეთა მიერ ქვეყნის საზღვრიდან გაბრუნებული ირანელების რაოდენობის მკვეთრ მატებაში მდგომარეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე "მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული, მათ შორის ბოლო პერიოდში საკონსულო და საზღვრის კვეთის დროს წარმოქმნილი საკითხები. შეხვედრაზე გაიცვალა შესაბამისი ინფორმაცია და მონაცემები, დაისახა განხილული საკითხების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შემდგომი გეგმები. აღინიშნა, რომ შეხვედრისას მიღებულმა ინფორმაციამ სიცხადე შეიტანა განსახილველ საკითხებში. ორივე მხარემ, გამოხატა მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი საკონსულო სფეროებში შემდგომ კოორდინაციას."

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები