მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის ნავთობტანკერზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

5da036b4e68e5
მიხეილ ხაჩიძე
11.10.19 13:00
1777

ირანის ტანკერზე, რომელიც წითელ ზღვაში საუდის არაბეთის პორტ ჯედასთან იმყოფებოდა, მასშტაბური აფეთქება მოხდა. ირნული მედიის ცნობით, ნავთობი ზღვაში ჩაიღვარა, ხოლო ხომალდის ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან, ისინი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას არაიან გადაყვანილნი.

ამ დროისათვის ექსპერტები აფეთქების მიზეზებს იკვლევენ. როგორც ვარაუდობენ, ტანკერზე 20 წუთის ინტერვალით ორი სარაკეტო იერიში განხორციელდა. ხომალდი ირანის ნაციონალურ ნავთობკორპორაციას ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ ირანული ნავთობტანკერების გარშემო ინციდენტები ბოლო პერიოდში ხშირად ხდება. რამდენიმე კვირის წინ, ირანული ნავთობმზიდი Adrian Darya 1 გიბრალტარში დააკავეს, მას ევროკავშირის ემბარგოს მიუხედავად სირიაში ნავთობის გადაზიდვას აბრალებდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს საუდი არაბეთის ორ მთავარ ნავთობტერმინალზე დრონებით შეტევა განხორციელდა, შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და ნავთობის წარმოება შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები