მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანის პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე არეულობაში „უცხოელ ტერორისტებს“ ადანაშაულებს

ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი ქვეყანაში მიმდინარე არეულობაში უცხოელებთან დაკავშირებულ „ტერორისტებს“ ადანაშაულებს. მისი განცხადებით, აღნიშნული ჯგუფები საზღვარგარეთ არიან გაწვრთნილები და მიზანმიმართულად ესხმიან თავს ინფრასტრუქტურასა და საზოგადოებრივ ობიექტებს.

დღევანდელ სატელევიზიო გამოსვლაში პეზეშკიანმა ხაზი გაუსვა, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს მშვიდობიანი პროტესტი და „არეულობის გამომწვევი ჯგუფები“.

„ესენი არიან ტერორისტები, რომლებიც საზღვარგარეთ გაწვრთნეს. მათ რაშდსა და სხვა ქალაქებში ბაზრები დაწვეს. მეჩეთებსა და კულტურულ ადგილებს ცეცხლი წაუკიდეს“, – განაცხადა პეზეშკიანმა.

ირანის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული პირები ქვეყანას არ ეკუთვნიან. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება მზად არის მოუსმინოს იმ მოქალაქეების პროტესტს, რომლებიც ირანის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

„ეს ხალხი ამ ქვეყანას არ ეკუთვნის. თუ ვინმე ამ ქვეყანას ეკუთვნის და გააპროტესტებს, ჩვენ მოვისმენთ მათ პროტესტს, მოვუსმენთ და მოვაგვარებთ მას. ისინი ადგილზე ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს და ცეცხლს უკიდებენ ყველაფერს, რაც მიუღებელია“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები