ირანის შეიარაღებულმა ძალებმა მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ისინი რეგიონში არსებულ ამერიკულ და ისრაელურ საბანკო დაწესებულებებზე საპასუხო დარტყმებს გეგმავენ.
როგორც ირკვევა, ამ ნაბიჯით ოფიციალურ თეირანს სურს, პასუხი გასცეს სამშაბათს დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ ბანკზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს, რომლის გამოც ნაგებობა მიწასთან გასწორდა. ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის, „ხათამ ალ-ანბიას“ წარმომადგენელმა მომხდარი შეაფასა, როგორც “უკანონო და არაკონვენციური აქტი“ და აღნიშნა, რომ თეირანს აქვს სრული უფლება, მიზანში ამოიღოს მოწინააღმდეგის საკუთრებაში არსებული ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ბანკი, რომელიც ირანის სარაკეტო არეალში ხვდება.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ თეირანის ბანკზე თავდასხმას რამდენიმე თანამშრომელი ემსხვერპლა. არსებული ცნობებით, შეტევისას ისინი დამატებით ცვლაში მუშაობდნენ და სწორედ ამიტომ იმყოფებოდნენ შენობაში. ირანის სამხედრო სპიკერმა ყველა იმ ქვეყნის მოსახლეობა გააფრთხილა, სადაც აშშ-ისა და ისრაელის ბანკებია განთავსებული და მათ ურჩია, ასეთ ობიექტებს ერთი კილომეტრის რადიუსზე არ მიუახლოვდნენ. „ამერიკელები ჩვენგან მტკივნეულ საპასუხო დარტყმას მიღებენ“, - განაცხადა მან.




























