ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ექვსი კანდიდატი მიიღებს.
ირანის საბჭომ, რომელიც ზედამხედველობს არჩევნებსა და კანონმდებლობას, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ექვსი კანდიდატები უკვე დაამტკიცა. კანდიდატთა საბოლოო სიის გამოცხადებით მათი საარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება.
სიაში, რომელიც საარჩევნო ოფისის სპიკერმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოაცხადა, შედიან: პარლამენტის სპიკერი და რევოლუციური გვარდიის ყოფილი მეთაური მოჰამედ ბაქერ ყალიბაფი, ასევე საიდ ჯალილი და თეირანის მერი ალირეზა ზაკანი. რეფორმისტი დეპუტატი მასუდ პეზეშკიანი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მოსტაფა პურმოჰამედი და კონსერვატორი პოლიტიკოსი ამირ-ჰოსეინ ღაზიზადე ჰაშემი.
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.