მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა

ირანის პრეზიდენტი

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში მან მკაცრად კონსერვატიული კონკურენტი, საიდ ჯალილი.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის დროს მასუდ პეზეშკიანი ყურადღებას ამახვილებდა დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რაც აშშ-სთან ურთიერთობის გადახედვას გულისხმობს. ასევე, ირანელი ქალების უფლებების საკითხზე.

როგორც მედია წერს, 69 წლის რეფორმისტი პოლიტიკოსი და კარდიოქირურგი, მასუდ პეზეშკიანი გამარჯვებულად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც 30 მილიონზე მეტი დათვლილი ხმის 53.3% მიიღო. მისი მოწინააღმდეგის მხარდაჭერამ 44.3% შეადგინა.

ირანში არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც 28 ივნისს, პირველ ტურში უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. პირველ ტურში ამომრჩეველთა ისტორიულად დაბალი, 40%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები