მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანის სარაკეტო იერიშს ისრაელის ქალაქ ბეით-შემეშში 9 ადამიანი ემსხვერპლა

ბეით-შემეში

ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშსს ქალაქ ბეით-შემეშში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 50-ზე მეტმა მოქალაქემ. როგორც ირკვევა, რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის არმიის (IDF), პოლიციისა და სამაშველო დანაყოფების ერთობლივი ძალები, რომლებიც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ევაკუაციას, მათ შორის ვერტმფრენების გამოყენებით, ახორციელებენ. შეგახსენებთ, რომ მორიგი იერიშისას სარაკეტო განგაში მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, ჩრდილოეთ საზღვრიდან ბეერ-შევამდე უწყვეტ რეჟიმში ისმოდა.

ისრაელის ხელისუფლებამ ირანის ქმედება სახელმწიფოს განადგურებისკენ მიმართულ ტერორისტულ აქტად შეაფასა. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა მომხდარს უმძიმესი ტრაგედია უწოდა და განაცხადა: "ჩვენ ახლა გადარჩენისთვის ვიბრძვით. ვართ ომში სასტიკი მტრის წინააღმდეგ და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი მისი დამარცხება”. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სამხედრო კამპანიის დაწყების დღიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მომაკვდინებელი სარაკეტო დარტყმა ისრაელის ტერიტორიაზე. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბეით-შემეშის მუნიციპალიტეტმა ქალაქის მთავარი მაგისტრალები გადაკეტა და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები