მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტილად გამოაცხადა

ჰორმუზი

ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტილად გამოაცხადა. სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზად აშშ-ის სამხედრო ძალების მხრიდან განხორციელებული მტრული ქმედებები სახელდება.

ირანული მხარის განმარტებით, შექმნილი ვითარების გამო, სრუტეში გემების გადაადგილება ამჟამად შეუძლებელია.

როგორც ირანული მხარე იუწყება, რეგიონში სტაბილურობისა და სიმშვიდის აღდგენისთანავე, უწყება გემების გატარების შესახებ ყველა არსებულ განაცხადს დადგენილი განრიგის მიხედვით განიხილავს და ნებართვების გაცემის პროცესს განაახლებს.

ირანის სპარსეთის ყურის სრუტის უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებართვის მიღების ერთადერთ გზას მათი ოფიციალური ვებგვერდი წარმოადგენს და ის გემი, რომელიც არ გაივლის რეგისტრაციას, ჰორმუზის სრუტეს უსაფრთხოდ ვერ გაივლის.

ცნობისთვის, გასული 24 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე რამდენიმეჯერ გამოცხადდა გახსნილად და ჩაკეტილად. ამ დროისათვის სტატუსი ჩაკეტილია, თუმცა როგორც ირანული მხარე იტყობინება, ის მაშინვე გაიხსნება, როცა "მშვიდობა" იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები