მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანმა ნავთობის ახალი მყიდველები იპოვა

5bc4806919505
BM.GE
15.10.18 15:55
654
ირანმა იპოვა ნავთობის ახალი მყიდველები. ამის შესახებ განაცხადა ქვეყნის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ესხაკ ჯახანგირმა.

მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთს შეუძლია მსოფლიო ბაზარზე ირანული ნავთობის კომპენსირება. თუმცა ვიცე-პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ერ-რიადი ვერ შეძლებს ამას, სწორედ ამიტომაც გაიზარდა ნავთობის ფასი.

მართალია ზოგიერთმა ქვეყანამ შეწყვიტა ირანული ნავთობის შესყიდვა აშშ-ის სანქციების გამო, მაგრამ ირანმა მაინც მოძებნა ახალი მყიდველები, დასძინა ჯახანგირმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ აშშ-ის სანქციებმა, მიუხედავად მათი უსამართლობისა და უკანონობისა, შექმნეს შესაძლებლობა, უკეთ შეეწყოს ხელი შიდა წარმოებას.

OILNEWS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები