მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანმა ნავთობის მიწოდებაზე სამ ევროპულ ქვეყანასთან გააფორმა ხელშეკრულება

575d69f8a0c6d
BM.GE
12.06.16 17:48
1476
ირანის ნაციონალურმა ნავთობკომპანიამ (NIOC) ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც ნავთობის მიწოდებას ევროპის სამ ქვეყნაში ითვალისწინებს.
 
"ირანმა ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებას სამ კომპანიასთან მოაწერა ხელი, იტალიასთან (Saras), ესპანეთთან (Repsol) და საბერძნეთთან (Hellenic Petroleum)", - აღნიშნა NIOC-ის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უახლოეს დროში, NIOC იმედოვნებს, რომ სხვა ნავთობ კომპანიებთანაც შეთანხმდებიან, კერძოდ საუბარია Shell-ზე. აღსანიშნავია, რომ ევროპასთან შეთანხმებული კონტრაქტების დაახლოებით 80 % უკვე რეალიზაციის სტადიაში იმყოფება.

ამჟამად, არსებული მონაცემებით, ევროპაში ყოველდღიურად 600-დან 700 ათასამდე ბარელი ირანული ნავთობი გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები