მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანმა ქუვეითში იტალიურ ბაზას დაარტყა - მელონიმ საგანგებო სხდომა მოიწვია

ჯორჯა მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. მან გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქუვეითში მდებარე იტალიურ სამხედრო ბაზაზე ირანმა იერიში მიიტანა.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიულ ობიექტზე, სადაც 300 ჯარისკაცი მსახურობს მსხვერპლი ჯერჯერობით არ ფიქსირდება. სხდომის მოწვევის პარალელურად იტალიის მთავრობის მეთაური ახლო აღმოსავლეთში გაჩაღებულ კონფლიქტსაც გამოეხმაურა და მხარეებს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები