მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანმა, საკონტროლო პუნქტებზე მსახურებისთვის, გასაწვევი ასაკი 12 წლამდე დასწია

ირანი
29.03.26 00:40
681

ირანის უსაფრთხოების ძალებმა, თეირანში მიმდინარე ომის დროს, საკონტროლო გამშვები პუნქტების დასაკომპლექტებლად და სხვა მოვალეობების შესასრულებლად 12 წლის ბავშვები გაიწვიეს — ამის შესახებ ირანის სამხედრო მაღალჩინოსანმა ხუთშაბათს სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა.

მედიის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ თეირანის გარშემო არაერთი საკონტროლო პუნქტი გაჩნდა. ადგილობრივების ცნობით, ზოგიერთ მათგანს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული მოზარდები აკონტროლებენ.

ირანის ხელისუფლებამ თეირანში უსაფრთხოების ძალებში ხალხის რეგისტრაციისთვის გაწვევა სახელწოდებით „ირანისთვის“ დაიწყო, რის ფარგლებშიც გაწვეულთა მინიმალური ასაკი 12 წლამდე დაიწია.

თეირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ოფიციალურმა პირმა რაჰიმ ნადალიმ, სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ 12 წლის ასაკიდან მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, რათა IRGC-სა და „ბასიჯის“ ახალგაზრდულ მოხალისეთა მილიციას „გლობალური მოძალადის“, ანუ აშშ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ.

მისი თქმით, დავალებები მოიცავს „უსაფრთხოების მონაცემების შეგროვებასა და ოპერატიულ პატრულირებას“, ასევე ღამით ქალაქში ავტომობილების კოლონების ორგანიზებას.

„ახალგაზრდებსა და მოზარდებს შორის ბასიჯის საკონტროლო პუნქტებსა და პატრულებში მსახურების ძალიან ბევრი მოხალისე გვყავდა, რომლებსაც მონაწილეობის მიღება სურდათ.

მსურველთა ასაკის გათვალისწინებით, ჩვენ მინიმალური ზღვარი 12 წლამდე დავწიეთ, რადგან 12-13 წლის ბავშვებს პროცესებში ჩართვა სურთ“, — აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები