ირანმა „სამხრეთ პარსის“ საბადოს მე-11 ფაზიდან გაზის მოპოვება დაიწყო.
სააგენტო trend- ის მონაცემებით, გაზის მოპოვების დაწყების ცერემონიალში ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისიც მონაწილეობდა. როგორც მან თქვა, საბადოდან გაზის მოპოვებისთვის ირანს კონტრაქტი ფრანგულ Total-თან ჰქონდა გაფორმებული, თუმცა აშშ-ს მიერ „ბირთვული შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ, ფრანგულმა მხარემ აღებული ვალდებულებები აღარ შეასრულა. პროექტის ექსპლუატაციაში შეყვანა კი, ირანელი სპეციალისტების ძალისხმევით მოხდა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, ამ პროექტით გაზის მოპოვება 7 მილიონი კუბ. მეტრიდან 50 მლნ კუბ. მეტრამდე გაიზრდება.