მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ირანს მდინარეებისთვის კალაპოტის შეცვლა და საქართველოდან წყლის შეძენა სურს, რაზეც ქართული მხარე ცალსახად არაა თანახმა"

57ea529d6ee33
ნინო კვინტრაძე
27.09.16 15:05
1811
"ირანს მდინარეებისთვის კალაპოტის შეცვლა და საქართველოდან წყლის შეძენა სურს, რაზეც ქართული მხარე ცალსახად არაა თანახმა“, - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის პერიოდში მდინარეებისთვის კალაპოტის შეცვლის პრეცენდენტები დაფიქსირდა, რამაც ეკოლოგიური პრობლემები გამოიწვია, შესაბამისად ქართული მხარე აღნიშნულ ინიციატივას არ მიესალმება. მელიქიძე განმარტავს, რომ ქართული მხარე ირანს კომპანიების მიერ ნაწარმოები წყლის იმპორტს სთავაზობს.

"ირანს წყლის პრობლემა აქვს და ამ მიმართულებით ითხოვენ ჩვენთან მუშაობას, ჩვენ წყლის ბევრი მწარმოებელი გვყავს და უკეთეს იქნება თუ ამ კომპანიების მხრიდან წარმოებული წყლის ექსპორტს მოახდენს ირანული მხარე, საუბარია ლიტრაჟებზე", - აცხადებს მელიქიძე. მისივე თქმით, თუკი სახელმწიფოთაშორის მოხდება შეთანხმება, რომელიც "ჯერ ჩანასახის ეტაპზეა", ქართული წყლის ექსპორტზე ირანში პრობლემები არ უნდა შეიქმნას.

"ქართულ მხარეს აწყობს, რომ ნაწარმოები წყალი გაიტანოს, რაც მეტი წყლის წარმოება იქნება მეტი ადამიანი დასაქმდება. ირანული მხარე რა თქმა უნდა მომხრეა, რომ კალაპოტი შეეცვალოს მდინარეებს და მდინარის წყლის შესყიდვა მოახდეს, რაზეც ქართული მხარე ცალსახად თანახმა არაა", - ამბობს მელიქიძე.

როგორც პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი განმარტავს, ირანში პროდუქციის ექსპორტის კურთხით აქტიური მუშაობაა დასაწყები.

"ელჩთან გვქონდა შეხვედრები და განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებას, თუმცა დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას. უბრალოდ ვსინჯვათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორი ქვეყანა ერთმანეთისთვის სავაჭრო ურთიერთობის კუთხით. ირანი საკმაოდ დიდი ბაზარია და ირანელებიც უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველო საინტერესო ქვეყანაა“, - ამბობს მელიქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები