მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანს სანქციები მოეხსნა - ქვეყანა ეკონომიკური იზოლაციიდან გამოვიდა

569b31628be52
BM.GE
17.01.16 10:08
1454
ირანს სანქციები მოეხსნა, - მაკონტროლირებელმა ორგანომ დაადასტურა, რომ ირანმა გარიგებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. შეთანხმება ბირთვული იარაღის განვითარებაზე ივლისში შედგა.
 
ირანს სანქციების მოხსნის შემდეგ, ათობით მილიარდ დოლარზე ექნება წვდომა, რომელიც ამ ეტაპზე გაყინულ საბანკო ანგარიშებზეა. ასევე ირანი მზადაა ნავთობის წარმოება პირველივე კვირაში 500 000 ბარელით გაზარდოს.

„ისტორიულმა შეთანხმებამ აჩვენა, რომ დიპლომატიას ყველაზე რთული საკითხის მოგვარებაც შეუძლია“, - განაცხადა ევროკავშირის კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები