ნოვრუზის სადღესასწაულო პერიოდში, რომელიც წელს 17 მარტიდან 4 აპრილამდე გრძელდება, ირანიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, დამატებით 129 ჩარტერული რეისი დაინიშნა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შემდეგი ნებართვები გაიცა:
ავიაკომპანია Georgian Airways– 23 ჩარტერული რეისი;
ავიაკომპანია Taban Airlines – 23 ჩარტერული რეისი;
ავიაკომპანია ATA Airlines – 14 ჩარტერული რეისი;
ავიაკომპანია Qeshm Airlines – 11 ჩარტერული რეისი;
ავიაკომპანია Zagros Airlines – 46 ჩარტერული რეისი;
ავიაკომპანია Kish Air – 8 ჩარტერული რეისი;
ავიაკომპანია Iran Aseman Airlines – 4 ჩარტერული რეისი.
რეისების უმეტესობა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ხორციელდება. სხვა დანიშნულების პუნქტებია: ბათუმი, თავრიზი, მაშადი, შირაზი. ფრენები მთლიანად ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული.

























