ირანში 40-დღიანი საყოველთაო გლოვა და 7-დღიანი უქმეები გამოცხადდა.
გლოვა უზენასი ლიდერის მკვლელობის გამოა გამოცხადებული. ხამენეი ირანს 1989 წლის შემდეგ მართავდა.
ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ალი ხამენეი შაბათს, გამთენიისას, საკუთარ სამუშაო კაბინეტზე ისრაელისა და აშშ-ის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა. თეირანი მომხდარს „ვერაგულ თავდასხმას“, „უმიზეზო აგრესიასა“ და „უკანონო ქმედებას“ უწოდებს.
საპასუხოდ, ირანმა რაკეტები ისროლა ისრაელისა და კიდევ შვიდი ქვეყნის მიმართულებით. მათ შორის სპარსეთის ყურის იმ სახელმწიფოებისკენ, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ხამენეის რეზიდენცია სრულად განადგურებულია. გამოცემა Khaleej Times-ის ცნობით, იერიშებს ემსხვერპლნენ ირანის თავდაცვის მინისტრი ამირ ნასირზადე და რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდალი მოჰამედ პაქპური.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დადასტურებულია კიდევ ხუთი მაღალჩინოსანი სამხედრო პირის სიკვდილი, მათ შორის არის უზენაესი ლიდერის მრჩეველი ალი შამხანი.
ირანული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავდასხმისას დაიღუპნენ ხამენეის ოჯახის წევრებიც: ქალიშვილი, შვილიშვილი, სიძე და რძალი.


























