ირანში ბიტკოინის ფასმა 26 ათას დოლარს მიაღწია. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ირანის ხელისუფლება მაინინგის ლეგალიზაციას აპირებს, კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. ადგილობრივ ბირჟაზე EXIR-ზე რამდენიმე საათში ელექტრონული ფულის ღირებულება რამდენჯერმე გაიზარდა.
შედეგად, ირანში ბიტკონის ღირებულება ბაზარზე არსებულ საშუალო ფასს 4-ჯერ აღემატება. ამ დროისთვის ბიტკოინი ირანულ ბირჟაზე 20 ათასი დოლარად იყიდება.
მაინინგის ლეგალიზაციასთან ერთად ქვეყანა აპირებს საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნას, ისევე, როგორც ეს ვენესუელამ გააკეთა. მაინინგის ლეგალიზაციისთვის კონკრეტულ პროექტს ქვეყანა მომდევნო 18 დღეში წარადგენს.

























