მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებას 73 ადამიანი ემსხვერპლა

irani

ირანის ცენტრალურ ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სოლეიმანის გარდაცვალების მეოთხე წლისთავზე, ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ, ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებისას 73 ადამიანი გარდაიცვალა და 171 ადამიანი დაიჭრა.

„აფეთქებები ტერორისტულმა თავდასხმებმა გამოიწვია“, - ადგილობრივ მედიასთან განაცხადა კერმანის გუბერნატორის მოადგილემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოთხშაბათს ათასობით ადამიანი გენერლის საფლავისკენ მიემართებოდა, რათა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალს დასწრებოდა.

სოლეიმანი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შემდეგ, ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა, რომელიც 2020 წელს, ერაყში ამერიკული თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

წყარო: BBC

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები