მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირანში მიმდინარე მოვლენების გამო დღეს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 20-ზე მეტი რეისი გაუქმდა

თბილისის აეროპორტი

ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და თეირანის საპასუხო ნაბიჯების ფონზე, საქართველოში ფრენების ნაწილი გაუქმდა. შეზღუდვები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან შესასრულებელ 20-ზე მეტ რეისს შეეხო.

bm.ge-სთვის TAVGEORGIA-დან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს, 1 მარტს, თბილისის აეროპორტიდან შემდეგი მიმართულებებით დაგეგმილი ფრენები აღარ შესრულდება:

  • თელ-ავივი - 7 რეისი;
  • დოჰა - 3 რეისი;
  • დუბაი - 3 რეისი;
  • შარჟა - 2 რეისი;
  • აბუ-დაბი - 1 რეისი;
  • ელ-კუვეიტი - 1 რეისი.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იქიდან ისრაელის მიმართულებით დაგეგმილი ოთხივე რეისი გაუქმებულია.

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, იქ გვითხრეს, რომ აღნიშნული მიმართულებებით რეგულარული ფრენები არ სრულდება, შესაბამისად ცვლილებები არ შეხებია მათ რეისებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები